სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელის გატაცების საქმეზე დაკავებულ დავით ბერეჟიანს და ნიკიფორე კუტალაძეს ბრალი წაუყენეს

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელის გატაცების საქმეზე დაკავებულ დავით ბერეჟიანს და ნიკიფორე კუტალაძეს ბრალი წაუყენესსამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელის გატაცების საქმეზე დაკავებულ დავით ბერეჟიანს და ნიკიფორე კუტალაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
როგორც მოდულის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ბერეჟიანისა და კუტალაძის ადვოკატმა განაცხადა, ოთხ დაკავებულს გამოძიება მხოლოდ გატაცებას ედავება. როგორც ადვოკატმა ფრიდონ ყუფარაძემ აღნიშნა, მას საქმის მასალები ახლა გადაეცა, მათ შორის ვიდეომასალები, რომელსაც შეისწავლის და სასამართლოში დასაფიქსირებელ პიზიციას ჩამოაყალიბებს.
– ბრალი წაუყენეს გატაცების მუხლით. არავითარ გამოძალვაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. როგორც გამომძიებელმა თქვა, ოთხ დაკავებულს მხოლოდ გატაცებას ედავებიან. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. ბრალი არის მოგონილზე მოგონილი. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ე.წ. დაზარალებულს დაცვის თანამშრომლები ახლდნენ, როცა აწ უკვე დაკავებულები მივიდნენ მასთან შესახვედრად. შეხვდნენ, მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ, მათი დაბრუნებაც უნდა იყოს გადაღებული კამარებით. იმედია, ეს ყველაფერი ასახული იქნება იმ დისკებში, რომლებიც საქმის მასალებთან ერთად გადმომეცა, – განაცხადა ფრიდონ ყუფარაძემ.
მისივე თქმით, „სვეტის“ დირექტორმა ბრალდებულებს „გაუჩალიჩა“.
– ეს ყველაფერი „გაუჩალიჩა“, რათა ვალდებულებებს თავი აარიდოს და თუ ვინმესთვის ვალი აქვს გადასახდელი, ამასაც მოუაროს, – აღნიშნა დავით ბერეჟიანის და ნიკიფორე კუტალაძის ადვოკატმა.

ინტერპრესნიუსი