ავარია ბორჯომის გზაზე – სატვირთო ავტომობილი ხეს შეეჯახა

ავარია ბორჯომის გზაზე - სატვირთო ავტომობილი ხეს შეეჯახაბორჯომის გზაზე სატვირთო ავტომობილმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სავარაუდოდ, ავტომობილით სამშენებლო მასალები გადაჰქონდათ.

როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შედგა.