ავარია გომთან – დაღუპულია 2 ადამიანი

ავარია გომთან - დაღუპულია 2 ადამიანიავტოსაგზაო შემთხვევას გომთან 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მერსედესისა და ოპელის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დხმარების ბრიგადამ ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო.

ნიუპოსტი