ავარიის გამო თბილისი-გორის ავტობანზე მოძრაობა შეფერხდა

ავარიის გამო თბილისი-გორის ავტობანზე მოძრაობა შეფერხდაცენტრალურ ავტობანზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ავტოსაგზაო მოძრაობა შეფერხდა. ახალსოფლის ტერიტორიაზე ავტოავარია მოხდა. მსუბუქი მანქანას ჯებირზე შეჯახების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ერთი დაშავებული კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მაგისტრალზე ამ დროისათვის გზა უკვე გახსნილია და შეფერხება აღმოფხვრილია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

imedinews.ge