ავთანდილ ხურციძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ავთანდილ ხურციძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდაამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ სპორტსმენს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის თაობაზე ინფორმაცია ხურციძის facebook-ზეა მითითებული.

„დღეს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა (რამდენიმე კვირაში გადაიხედება).უახლოეს ინფორმაციას მოგაწვდით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიუ-იორკში დაკავებულებს შორის 15 ქართველია, რომელთა შორის ქართველი სპორტსმენებიც არიან.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საქართველოს მოქალაქეების გვარ-სახელებია ჩამოთვლილი: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია. მათ რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ ბრალი.

imedinews.ge