ავთანდილ ხურციძის ოჯახის წევრები მთავრობას დახმარებას სთხოვენ

ავთანდილ ხურციძის ოჯახის წევრები მთავრობას დახმარებას სთხოვენამერიკის შეერთბეულ შტატებში დაკავებულ ქართველ სპორტსმენს, ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ხურციძის მშობლები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ. როგორც დაკავებულის დედა, მაყვალა ხურციძე აღნიშნავს, ამ დრომდე ოჯახს არავინ დაკავშირებია.„მივმართავ ხელისუფლებას, რომ როგორმე დაეხმაროს ჩემს შვილს, არავინ არ იტყვის ავთანდილზე ცუდს. შეცდომას აქვს ადგილი. უკვე რამდენიმე დღეა ვტირი და არც არავინ არაფერს მეუბნება“- აცხადებს სპორტსმენის დედამ.

ამერიკელმა სამართალდამცველებმა, 15-მდე ქართველს ბრალი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღით ვაჭრობის, ნარკოდანაშაულის, რეკეტიორობის, კორუფციის, თაღლითობის, კონტრაბანდისა და არალეგალური თამაშებისთვის წაუყენეს. თითოეულს რამდენიმე მძიმე ბრალი აქვს, რომელთაგან ზოგი 20, 40 წლიან ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.