ავთო ხურციძეს სჭირდება აშშ-ში ლეგალურად მცხოვრები 4 პირის თავდებში ჩადგომა

ავთო ხურციძეს სჭირდება აშშ-ში ლეგალურად მცხოვრები 4 პირის თავდებში ჩადგომაამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი დღეს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას ავთანდილ ხურციძის მეგობარი მერაბ დვალიშვილი ავრცელებს. ამასთან, მერაბ დვალიშვილის ინფორმაციით, ავთანდილ ხურციძეს იქამდე, სანამ ყველაფერი გაირკვევა, თავდებში ოთხი პირი სჭირდება.

– ახლა დამთავრდა ავთო ხურციძის სასამართლო პროცესი. ყველაფერი ნორმალურად და მშვიდად არის. სანამ ყველაფერი გაირკვევა, საჭიროა 4 ადამიანის თავდებში ჩადგომა. ეს 4 ადამიანი უნდა იყოს ლეგალურად ამერიკის შეერთებულ შტატებში და კარგი სამსახურით. ხვალ 12:00 საათზე იქნება კიდევ სასამართლო და კარგი იქნება, თუ ვინმე სურვილის მქონე თავდებში ჩაუდგება ავთანდილ ხურციძეს. თვითონ დამნაშავედ თავს არ გრძნობს და სპორტსმენი ბიჭები არიან უდანაშაულოები, – აღნიშნავს მერაბ დვალიშვილი.

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი – ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ქართველების სია ასე გამოიყურება: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.

ინტერპრესნიუსი