ბათუმის მიმართულებით ფრენებს 8 ახალი კომპანია იწყებს

ბათუმის მიმართულებით ფრენებს 8 ახალი კომპანია იწყებს2017 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით ფრენებს 8 ახალი ავიაკომპანია გეგმავს. ბათუმის აეროპორტს ახალი ფრენები, კიევის, მოსკოვის, ჩერეპოვეცის,  სანქტ-პეტერბურგის, დუბაის, ბეირუთისა და თეირანის მიმართულებით ემატება.

ინფორმაციას “ტავ ჯორჯია” ავრცელებს.

ფრენების სიხშირე შემდეგნაირი იქნება:

Nordstar Airlines – მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი 2 ივნისიდან (ორშაბათი, ოთხშაბათი პარასკევი)
Severstal – ჩერეპოვეცი- ბათუმი – ჩერეპოვეცი 3 ივნისიდან (შაბათი)
Nordavia – სანქტ-პეტერბურგი- ბათუმი – სანქტ-პეტერბურგი 7 ივნისიდან (შაბათი)
Anda Air – კიევი-ბათუმი- კიევი 14 ივნისიდან (ოთხშაბათი, შაბათი)
Aseman Airlines –  თეირანი-ბათუმი-თეირანი; 21 ივნისიდან (ოთხშაბათი)
Fly Dubai – დუბაი-ბათუმი-ბათუმი; 22 ივნისიდან (სამშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი)
Wings of Lebanon – ბეირუთი- ბათუმი- ბეირუთი; 25 ივნისიდან (ოთხშაბათი,კვირა)

გარდა ახალი ავიაკომპანიებისა და მიმართულებებისა, ფრენები ისევ განხორციელდება ისრაელიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან.  ზაფხულში  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან  20-მდე სხვადსახვა მიმართულებით ფრენებს 23 ავიაკომპანია შეასრულებს.

inedinews.ge