ბავშვი, რომელსაც დღეს გორში ავტომანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა

ბავშვი, რომელსაც დღეს გორში ავტომანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა10 წლის ბავშვი, რომელსაც დღეს გორში, ჭალის დასახლებაში ავტომანქანა დაეჯახა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბავშვის მდგომარეობა სტაციონარში შეყვანისას მძიმე იყო, მის თბილისში გადმოსაყვანად კატასტროფის ბრიგადაც ჩავიდა, თუმცა ბავშვი სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო გარდაიცვალა.

,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, მოზარდი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ველოსიპედით მოძრაობდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა. ავტომობილის მძღოლი არ მიმალულა. შსს-ს განცხადებით გამოძიება 276 მუხლით არის დაწყებული.

ნიუპოსტი