ბირჟა მაფიის საქმე – პროკურატურამ რეპერი მასტერი დაკითხა

ბირჟა მაფიის საქმე - პროკურატურამ რეპერი მასტერი დაკითხათბილისის პროკურატურაში „ბირჟა მაფიას“ საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე რეპერი მასტერიც (გიორგი პავლიაშვილი) იმყოფებოდა.

როგორც დაკითხვიდან გამოსულმა რეპერმა განაცხადა მან საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია მიაწოდა მისი და ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, გიორგი ქებურიას, მიმოწერის შესახებ, რომელიც „ბირჟა მაფიას“ ვიდეოკლიპს ეხებოდა.

მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულმა ვიდეომ პოლიციელების გაღიზიანება გამოიწვია, მან სწორედ გიორგი ქებურიასგან მიიღო.

– მქონდა ჩემ მეგობართან გიორგი ქებურიასთან მიმოწერა დაკავებამდე წინა ღამით, გიორგი მეუბნება, რომ შსს-ში გაღიზიანებულები არიან მგონი კლიპით, იმიტომ რომ „აჭარანეთს“ უთხრესო, მე ვკითხე, აჭარა რა შუაშიაო და მან მითხრა, რომ კლიპი მათ გადაიღეს. აი, ასეთი მოკლე მიმოწერა გვქონდა. სქრინი მე თვითონ მოვიტანე. ეს არის კლიპის გამო გაკეთებული, ბიჭებს ნარკოტიკები არ ქონიათ, არ ეკარებიან ცხოვრებაში ნარკოტიკებს.- განაცხადა გიორგი პავლიაშვილმა.

ბირჟა მაფიის საქმე - პროკურატურამ რეპერი მასტერი დაკითხაბირჟა მაფიის საქმე - პროკურატურამ რეპერი მასტერი დაკითხა