ზღვაში 17 წლის გოგონა დაიხრჩო. შემთხვევა დაბა ჩაქვში, მდინარე ჩაქვისწყალსა და ზღვის შესართავთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, და-ძმა მდინარეში ბანაობდა, რა დროსაც მდინარის დინებმა მოზარდები ზღვაში გაიყოლა. 8 წლის ბიჭი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გადაარჩინეს, გოგონა კი დაიხრჩო.

