დასუფთავების სამსახურის ავტომობილი გაჩერებულ ავტომობილებს დაეჯახა

თბილისში, ბუშის ქუჩაზე დასუფთავების სამსახურის ავტომობილი გაჩერებულ 7 ავტომობილს დაეჯახა.

მანქანების მეპატრონეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შედგა.