საქალაქო სასამართლოში „ციანიდის საქმის“ განხილვა მიმდინარეობს, დაცვის მხარის შესავალი სიტყვის შემდეგ პროცესზე შესვენება გამოცხადდა, სხდომა სავარაუდოდ პროკურატურის მთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის დაკითხვით დაიწყება.
სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის მია ზოიძის თქმით, მოწმე ირაკლი მამალაძე სასამართლოს შენობაში უკანა შესასვლელიდან შეყვანეს.

