გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე გამოძიება დასრულდა

გამოძიებას პოლიტიკური ხელმძღვანელობა აფერხებს

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე გამოძიება დასრულდაპროკურატურამ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის გამოძიება დაასრულა.

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი პროკურატურაში იმყოფებოდა, სადაც საქმის მასალებს გაეცნო. როგორც თარგამაძემ განმარტავს, მისი მოთხოვნა, რომელიც საქმეში მონაწილე დიმიტრი აბრამიშვილის ბრალის წაყენებას ეხებოდა, პროკურატურამ არ დააკმაყოფილა. აბრამიშვილის საქმის წარმოებას პროკურატურა ცალკე ახორციელებს.

– მე არ მაქვს საქმის გამომძიებლებთან პრეტენზიები. მათ, რაც შეეძლოთ, ყველაფერი სცადეს. გამოძიებას პოლიტიკური ხელმძღვანელობა აფერხებს. ისინი მონაწილეობდნენ უშუალოდ აფეთქების ორგანიზებაში, – ამბობს თარგამაძე.

“ევროპული საქართველოს“ წევრი აპროტესტებს იმასაც, რომ პროკურატურამ საქმეს ტერაქტის კვალიფიკაცია არ მისცა.

წინასასამართლო სხდომა 3 ივლისს დაინიშნა.

თარგამაძის მანქანა 4 ოქტომბერს კოლმეურნეობის მოედანზე, ათონელის ქუჩაზე აფეთქდა, რა დროსაც დაშავდა გივი თარგამაძე, მისი მძღოლი და 5 გამვლელი.

imedinews.ge