გლდანში მეტრო ახმეტელთან 5 მანქანა დაიმტვრა – დაშავდა 2 ადამიანი

გლდანში მეტრო ახმეტელთან 5 მანქანა დაიმტვრა - დაშავდა 2 ადამიანითბილისში, მეტრო „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომანქანა მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომელთაც დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. დაზიანდა ხუთი ავტომობილი.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ინტერპრესნიუსი