ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ დეკანოზის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ ვერ დაადასტურა.
– მთავარმა მოწმემ ბრალი არ დაადასტურა, მეტ განხილვაში ვერ შევალ. 100-ზე მეტი მოწმეა და აქედან მთავარმა არ დაადასტურა წაყენებული ბრალი. შესაბამისად არ აქვს უფლება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, ნუ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას პროკურორები, – განაცხადა ფანცულაიამ.
ნიუპოსტი

