კანიბალების საქმეში ბრალდებულ ბექა შენგელიას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, ირმა ყოჩიაშვილს კი – 20 წლიანი პატიმრობა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა ლალი ბიწოშვილმა განუცხადა.
– განაჩენის შესახებ ყველაზე საოცრება ის არის, რომ მესამე ნაწილში, რომელიც უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა, გამართლდა ბექა შენგელია. დარჩა მეორე ნაწილი და მაინც მიესაჯა უვადო პატიმრობა, – განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, დასაბუთებული განაჩენის წაკითხვამდე დამატებით ვერაფერს იტყვის, შემდეგ კი განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს, მათ შორის სტრასბურში.
ambebi.ge

