კარდენახში ავტოსაგზაო შემთხვევას 80 წლის ქალი ემსხვერპლა

კარდენახში ავტოსაგზაო შემთხვევას 80 წლის ქალი ემსხვერპლაგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ავტოსაგზაო შემთხვევას 80 წლის ქალი ემსხვერპლა. ქალი რომელსაც ავტომობილი საკუთარი სახლის შესასვლელთან დაეჯახა, ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, ამავე სოფელში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.