კასპის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცმა 4 პირი დაჭრა

კასპის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცმა 4 პირი დაჭრაკასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში, ახალგაზრდა მამაკაცმა 4 თანასოფლელი დაჭრა.

„ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა რადენიმე დღის წინ მოხდა. მამაკაცმა ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები თანასოფლელებს ურთიერთშელაპარაკების ნიადგაზე მიაყენა. არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, დაჭრილებს შესაბამისი დახმარება სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გაეწიათ და მათგან საავადმყოფოში მხოლოდ ერთი რჩება.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 118 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.