კასპის საავტომობილო გზაზე ავტომობილი ამობრუნდა – დაღუპულია ერთი პირი

კასპის საავტომობილო გზაზე ავტომობილი ამობრუნდა - დაღუპულია ერთი პირიგორი-კასპის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, წუხელ, მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ,,ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.