ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
დასავლეთიდან მომავალი ტრაილერი სავაჭრო ობიექტთან მდგარ ოპელის მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. დარტყმის ძალამ მსუბუქი ავტომობილი სავაჭრო ობიექტის შენობაში შეაგდო. „ოპელის“ მძღოლი, 35 წლამდე მამაკაცი, ადგილზევე გარდაიცვალა. დაზიანებები მიიღო ტრაილერის მძღოლმაც და ის ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ს ინფორმაციით აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) მიმდინარეობს.
ნიუპოსტი

