ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბრალდებულების ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ განუცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმების თანახმად ორივე ბრალდებულს სასჯელის ვადა შეუმცირდა.
კერძოდ, ლევან როსტოშვილს რეალური სასჯელის ვადად 3 წელი განესაზღვრა. აგრეთვე მას 40 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა და 4-წლიანი პირობითი სასჯელი მოხდა მოუწევს.
ლაშა კურტანიძეს რეალური სასჯელის ვადად 1 წელი განესაზღვრა. დამატებით კი მასაც 40 ათას ლარიანი ჯარიმა და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი დაეკისრა. ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოში დამტკიცდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ყოფილ ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს 8 წლით, მსახიობ ლაშა კურტანიძეს კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

