მეტროსადგურ „ავლაბართან“ ნაპოვნ ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდა

მეტროსადგურ „ავლაბართან“ ნაპოვნ ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდაავლაბარში, გონაშვილის ქუჩაზე ნაპოვნი საეჭვო ნივთი ტანსაცმლით სავსე სამგზავრო ჩანთა აღმოჩნდა. ჩანთა გამნაღმველებმა ცოტა ხნის წინ გახსნეს. შეტყობინება 112-ში, საეჭვო ჩანთის შესახებ შევიდა.

გამნაღმველებმა მუშაობა უკვე დაასრულეს, დაცული პერიმეტრი გახსნილია.