მიხეილ თათარიშვილის საქმეზე დღეს პრეზიდენტის შვილი და სიძე დაიკითხებიან

მიხეილ თათარიშვილის საქმეზე დღეს პრეზიდენტის შვილი და სიძე დაიკითხებიანპრეზიდენტის შვილის მეგობრის, მიხეილ თათარიშვილის დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ დღეს მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს მიხეილ თათარიშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე დაიკითხებიან ბრალდების ორი, ხოლო დაცვის 6 მოწმე. მოწმეებს შორის არიან საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი, ასევე მინდია გოგოჭური და არჩილ მგელაძე. აღნიშნული პირების ნაწილი იმყოფებოდნენ მიხეილ თათარიშვილთან დაკავების დროს.

საქრთველოს პრეზიდენტის სიძის მეგობარს, მიხეილ თათარიშვილს გამოძიება ნარკოდანაშაულისთვის სდებს ბრალს. წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება თავად ბრალდებული.

ორი დღის წინ გამართულ პროცესზე თათარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და ის დარბაზიდან გათავისუფლდა.