ნიკა შავიშვილი: “გია ჯიბლაძის გამტაცებლებმა შარშან მეც გამიტაცეს”

ნიკა შავიშვილი: "გია ჯიბლაძის გამტაცებლებმა შარშან მეც გამიტაცეს"ბიზნესმენის გატაცების კიდევ ერთი ფაქტის შესახებ ხდება ცნობილი – არსებული ინფორმაციით, “სვეტის” დამფუძნებლის გატაცების საქმეზე ბრალდებულმა პირებმა, 10 თვის წინ, კიდევ ერთი ბიზნესმენი ნიკა შავიშვილიც გაიტაცეს. შავიშვილი ცნობილი მოქანდაკის ოჯახის კომპანიის კიდევ ერთი ბიზნესპარტნიორი იყო. როგორც ირკვევა სამშენებლო კომპანია “კიდ არქიტექტურის” დამფუძნებლის გატაცების საქმეს შს სამინისტრო იძიებს.

ნიკა შავიშვილი მომხდარ ფაქტზე ვრცელ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ადასტურებს, რომ მომხდარის ირგვლივ გუშინ შს სამინისტროში გამოიკითხა.

ბიზნესმენი ასევე არ საუბრობს, უკავშირდება თუ არა მისი გასვლა წერეთლის კუთვნილი “მშენებელი 3”-დან.

შავიშვილი ჰყვება, რომ მის გატაცებაშიც სავარაუდოდ ის პირები მონაწილეობდნენ, რომლებიც კომპანია “სვეტის” დამფუძნებლის გია ჯიბლაძის გატაცებაში მონაწილეობდნენ.

– მე ვადასტურებ შარშან, 2016 წლის 21 მაისს ჩემი გატაცების ფაქტს, რომელშიც მონაწილეობდა რამდენიმე იმ პირებიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ, როგორც მე ვიცი, ბატონი გია ჯიბლაძის გატაცებაში. ამ ეტაპზე მე ამით შემოვიფარგლები, – განაცხადა ნიკა შავიშვილმა.

ნიუპოსტი