ნიუ იორკში 15 ქართველ კანონიერ ქურდს ბრალი წაუყენეს

ნიუ იორკში 15 ქართველ კანონიერ ქურდს ბრალი წაუყენესნიუ იორკში ქართული კრიმინალური სამყაროს 15 წარმომადგენელს,  კანონიერ ქურდებს, რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობისთვის ბრალი წაუყენეს. აღნიშნული ბრალდება სულ 33 ადამიანს წაუყენეს.

აღნიშნული დაჯგუფების საქმიანობა რეკეტს, ძარცვას, მკვლელობას, თაღლითობას, ნარკოტიკების გავრცელებასა და იარაღის უკანონოდ ტარებას მოიცავდა.

ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში კანონიერი ქურდის რაჟდენ შულაიას, ასევე ზურაბ ჯანაშვილის, აკაკი უბილავას, ჰამლეტ უგულავასა და სხვა კრიმინალების გვარები ფიგურირებენ.

დაკავებულებიდან 18 ადამიანი სასამართლოს წინაშე უკვე წარსდგა.

ნიუპოსტი