ქართველი სპორტსმენი, ლევან მაყაშვილი, რომელიც 8 ივნისს ნიუ იორკში დააკავეს, შესაძლოა დღეს გათავისუფლდეს. მაყაშვილი იზოლატორს თანხის გადახდისა და ფორმალური საკითხების მოგვარების შემდეგ დატოვებს. სასამართლომ მას გირაო შეუფარდა.
რაც შეეხება ავთანდილ ხურციძეს, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, მოსამართლემ სპორტსმენი პატიმრობაში დატოვა.
აღნიშნულის მიზეზად ხურციძესა და ამერიკაში მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტთს შორის კავშირი დასახელდა.

