11 ივნისს, სასჯელაღსრულების N5 (ქალთა) სპეციალურ დაწესებულებაში, მსჯავრდებული ლია ჭანტურია სისხლდენის შედეგად გარდაიცვალა, მას სასჯელი რამდენიმე დღეში ეწურებოდა.
გარდაცვალებამდე ლია ჭანტურია რამდენიმე თვის განმავლობაში ციხის ადმინისტრაციას თხოვდა, რომ მიექციათ ელემენტარული ყურადღება და ჩაეტარებინათ მკურნალობის კურსი, თუმცა უშედეგოდ, (სავარაუდოდ იმ მოტივით რომ მსჯავდებული ეკუთვნოდა ე.წ უპატრონო პატიმართა კატეგორიას).
გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე, მას გახშირებული სისხლდენა დაეწყო, მისი საკანი სისხლის გუბეებით აივსო, სასიკვდილოდ განწირულმა, ბოლოჯერ მიმართა ადმინისტრაციას და ექიმეებს, რომ სისხლისგან იცლებოდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო და მოითხოვდა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას. გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე, დაწესებულების ექიმი და ადმინისტრაცია იძულებული გახდნენ, მიემართათ N18 სამკურნალო დაწესებულებისთვის.
მსჯავდებულმა საავადმყოფოდანაც უარი მიიღო იმ მოტივით, რომ ადგილი არ ჰქონდათ და ორშაბათამდე მოეთმინა (კანონის შესაბამისად, უმწე მდგომარეობაში მყოფის გადაყვანა უნდა მოხდეს ქალაქის სხვა სამკურნალო დაწესებულებაში).
სამწუხაროდ, ლია ჭანტურიას ორგანიზმმა ორშაბათამდე ვერ გაძლო და სისხლისგან დაცლილი, საკანში კვირას გარდაცვლილი დახვდათ.
თავისუფალი ზონა

