პროკურორი ქეთევან ჩაჩავა – მარიამ საჯაიასთვის და ივანა მელაისთვის სამკაულებია ნაყიდი, სააკაშვილის სტილისტისთვის 74.000 ლარია გადახდილი

პროკურორი ქეთევან ჩაჩავა - მარიამ საჯაიასთვის და ივანა მელაისთვის სამკაულებია ნაყიდი, სააკაშვილის სტილისტისთვის 74.000 ლარია გადახდილი– სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფუნქციაში არ შედის ამგვარი ხარჯების გაწევა, რაც განხორციელებულია. ეს იყო პრეზიდენტის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე გაწეული ხარჯები.

ამის შესახებ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის საქმეზე პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, საქმეს სპეციალურად ჰქონდა გრიფი „საიდუმლო“ მინიჭებული, რათა საზოგადოებისთვის არ გამხდარიყო ცნობილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სხვადასხვა დანახარჯები.
– სხვადასხვა ქალბატონებისთვის, მაგალითად მარიამ საჯაიასთვის და ივანა მელაისთვის სამკაულებია ნაყიდი. ასევე დიდი ხარჯია გაწეული პრეზიდენტის პირადი სტილისტისთვის. ეს თანხა შეადგენს 74 000 ლარს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფუნქციაში არ შედიოდა ამგვარი ხარჯების გაწევა. ეს იყო პრეზიდენტის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე გაწეული ხარჯი, – განაცხადა პროკურორმა.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ ბრალდების მხარის მოწმეების მიერ შევსებული პატაკები წარადგინა, რომელიც პროკურორის თქმით, პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე იყო შედგენილი. ქეთევან ჩაჩავას თქმით, აღნიშნული პატაკების ნამდვილობა მოწმეებმა დაადასტურეს.

ინტერპრესნიუსი