ყვარელში მამამთილმა რძალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა

ყვარელში მამამთილმა რძალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში, მამამთილმა 26 წლის რძალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.
თამარ თამაზაშვილს ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული.როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დამნაშავე გაქცევას ცდილობდა მაგრამ პოლიციამ მისი დაკავება შეძლო. ამოღებულია დანაშაულის იარაღი არარეგისტრირებული სანადირო თოფი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.