ქუთაისთან, ავტომაგისტრალზე, წყალწითელას ხიდზე სატვირთო მანქანა გადაბრუნდა. დაშავებულია სატვირთო მანქანის მძღოლი. ამის შესახებ “პირველს” შსს-ში აცნობეს.
მათივე ცნობით მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე.
pia.ge

