როსტომაშვილზე თავდამსხმელი პოლიციას გაექცა?

როსტომაშვილზე თავდამსხმელი პოლიციას გაექცა?ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ინფორმაციით იუმორისტ დავით როსტომაშვილზე თავდამსხმელი პოლიციას ისნის სამმართველოდან გაექცა.

– თავდამსხმელი კი დააკავეს მაგრამ ამ წუთას ისნის რაიონული პოლიციის სამმართველოდან გაექცათ, – წერს მელია “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე.

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად პირველი რადიო შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა სადაც განგვიცხადეს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

იუმორისტ დათო როსტომაშვილს თავს 14 ივნისს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, როსტომაშვილს თავს ნიღბიანი კაცი დაესხა. როსტომაშვილი ბეისბოლის ჯოხით არის ნაცემი. შემთხვევა დღეს, ყოფილი 5 დეკემბრის ქუჩაზე მოხდა. სამართალდამცველების მიერ ცხელ კვალზე დაკავებულია ერთ პირი.