რუსთაველის გამზირზე მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანი გადაბრუნების გამო მოძრაობა დროებით გადაიკეტა.
ავტოსაგზაო შემთხვევა მეცნიერებათა აკადემიიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ საღამოს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურიდან “პირველს” აცნობეს, რომ გადაბრუნებული ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს–ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 276 მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე, ან უამისოდ.

