“ვოლვოს” მარკის ავტომობილი საპატრულო პოლიციის 2 მანქანას და ქვეით სამართალდამცავს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით ავტომობილის მძღოლს არ აქვს მართვის უფლება. შემთხვევა გუშინ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის 97-ე კილომეტრზე მოხდა.
დაშავებული სამართალდამცავი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც „ნიუპოსტს“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

