სოფელ აგარასთან ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აგარასთან. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა. მსუბუქად დაშავად ავტომანქანის მძღოლი.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.