თბილისში სადისტრიბუციო მანქანა დაიწვა

აღმაშენებლის ხეივანში ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მთლიანად დაიწვა მანქანის სალონი და პროდუქცია.

შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე დროულად გამოცხადდნენ და

ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა.