წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფში რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს.
თვითმხილველთა ინფორმაციით, გარდაცვლილს თან ჰქონდა თანხა და ქართულ-ინგლისური ლექსიკონი. ცხედრის იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია ექსპერტიზა. წინასწარი დათვალიერებით გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
imedinews.ge

