ვერეს ხეობაში გადავარდნილ ავტომობილში მყოფი ერთი პირი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ვერეს ხეობაში გადავარდნილ ავტომობილში მყოფი ერთი პირი საავადმყოფოში გარდაიცვალამდინარე ვერეს ხეობაში გადავარდნილ ავტომობილში მყოფი ერთი პირი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სხვა დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავტომობილში 4 მგზავრი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა სავალი ნაწილიდან ამ დრომდე უცნობი მიზეზებით გადავარდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას.

ნიუპოსტი