„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მზად არის ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილს თავდებში ჩაუდგეს.
-მე ვუდგები ელისო კილაძის შვილს, დავით ხარშილაძეს პირად თავდებში. ეს ჩვეულებრივი, მიღებული პრაქტიკაა. ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ის დაესწრება პროცესებს და ხელს არ შეუშლის გამოძიებას. ვთვლი, რომ დავით ხარშილაძე არის პოლიტიკური პატიმარი, რომლის დაკავება მოხდა მხოლოდ იმის გამო, რომ ელისო კილაძე საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი როგორც ხელისუფლების, ასევე კონკრეტული პირების მიმართ,- განაცხადა ხატიაშვილმა ჟურნალისტებთნ.
ელისო კილაძის ინფორმაციით, პროკურატურამ იმ პოლიციელების მიმართ შეწყვიტა საქმის ძიება, რომლებსაც დაკავებული ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.

