თბილისის ყოფილ მერს, ვანო ზოდელავას, „ნიუ ჰოსპიტალში“ თავზე ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი – „ოპელის“, „მერსედესისა“ და „ჰონდას“ მარკის მანქანები შეეჯახა. „ოპელის“ მარკის ავტომობილის 35 წლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ნიუპოსტი