19 წლის ანა ხელაძის 22 წლის ბიძაშვილი მის მკვლელობას აღიარებს

19 წლის ანა ხელაძის 22 წლის ბიძაშვილი მის მკვლელობას აღიარებსშინაგან საქმეთა სამინისტრო უზნაძის ქუჩაზე მომხდარ საზარელი მკვლელობის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც “ნიუპოსტს” მღებრიშვილის უწყებიდან აცნობეს, 19 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 22 წლის ბიჭი ბრალს აღიარებს.
აღსანიშნავია, რომ დაკავებული მოკლული ანა ხელაძის ბიძაშვილია.
ახალაზრდები ნათესავის ბინაში ერთად ცხოვრობდნენ.
უცვლელად გთავაზობთ სამინისტროს განცხადებას: შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული რ.ა., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ფოთში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ივლისს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში, თავის მამიდაშვილს – 1998 წელს დაბადებულ ა. ხ.-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა რ.ა. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)”.

ნიუპოსტი