“ნიუპოსტის” ინფორმაციით, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ფოთში დააკავა.
19 წლის ახალგაზრდა ქალის, ანა ხელაძის, მკვლელობას, მის 21 წლის ბიძაშვილს ედავებიან, რომელიც გოგონასთან ერთად ცხოვრობდა.ამ დროსითვის ახალგაზრდა მამაკაცს პოლიცია კითხავს. მკვლელობის მოტივი უცნობია.
19 წლის გოგონა საცხოვრებელ სახლში ყელგამოჭრილი დღეს დაახლოებით 14:00 საათზე იპოვეს.
პოლიცია და ახლობლები გოგონას ბიძაშვილს ეძებდნენ, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აწარმოებს. 108-ე მუხლი, განზრახ მკვლელობის მუხლია და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მღებრიშვილის უწყებაში “ნიუპოსტს” ბრალდებულის დაკავების ფაქტი ოფიციალურად დაუდასტურეს, თუმცა შსს-ში დაკავებულის ვინაობაზე კომენტარს არ აკეთებენ.
ნიუპოსტი

