ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას ბრალი წარუდგინეს

ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას ბრალი წარუდგინესთბილისში, უზნაძის ქუჩაზე მომხდარი 19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, ოლგა გეჯაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სთხოვა, რომ მედიასთან მისი პოზიციის შესახებ არ ისაუბროს, ამიტომ უცნობია, აღიარებს თუ არა ის დანაშაულს.
– დაახლოებით ერთი საათის წინ წაუყენეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც მკვლელობას გულისხმობს. აღიარებს თუ არა ბრალს, ამაზე ვერაფერს გეტყვით. მთხოვა, მისი პოზიცია არ დავაფიქსირო, – განაცხადა ადვოკატმა.

ნიუპოსტი