ანი მურადელი დედის მოკვლის დროს შეურაცხადი იყო – რატომ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა ბალერინის მიმართ

ანი მურადელი დედის მოკვლის დროს შეურაცხადი იყო - რატომ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა ბალერინის მიმართმთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, ბრალდებული ანი მურადელი მკვლელობის მომენტში შეურაცხადი იყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, ბრალდებულის ვიზუალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ბადებდა ეჭვს მისი შერაცხადობის თაობაზე, რაზეც დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

ანი მურადელი გადაყვანილია ხონში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, შეწყდეს სისხლის სამართლებლივი დევნა ბრალდებულ ანი მურადელის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება განზრახ მკვლელობის ჩადენა. საქმის გამოძიების პროცესში, ვინაიდან ბრალდებულის ვიზუალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ბადებდა ეჭვს მისი შერაცხადობის თაობაზე, დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

– ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, ბრალდებული მკვლელობის მომენტში იყო შეურაცხადი. ქ.თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებული ანი მურადელი გადაყვანილია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, – აცხადებენ პროკურატურაში.
ანი მურადელი სამართალდამცველებმა 21 მაისს დედის, მარინე მინდორაშვილის, მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.