ავტოსაგზაო შემთხვევას ქვემო ფონიჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს სამი – ოპელის, მერსედესისადა ჰონდას მარკის ავტომობილები შეეჯახა. ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლი, 35 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ორი დაშავებული კი, თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

