“ბავშვთა სამყაროს” დირექტორი, გიორგი მაჭავარიანი, 50.000-იანი გირაოთი გაათავისუფლეს

"ბავშვთა სამყაროს" დირექტორი, გიორგი მაჭავარიანი, 50.000-იანი გირაოთი გაათავისუფლესცოტა ხნის წინ, ბავშვთა სამყაროს დირექტორი, გიორგი მაჭავარიანი სასამართლო დარბაზიდან 50.000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბრალდება მის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

10.000 ლარიანი გირაო შეეფარდა ბავშვთა სამყაროს უსაფრთხოების თანამშრომელს, მალხაზ თევზაძეს.

“ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი და უსაფრთხოების თანამშრომელი პროკურატურამ გუშინ დააკავა.

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული „ბავშვთა სამყარო“ 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. დაზარალებულებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს. მოგვიანებით, დაზარალებულები მერიის მიერ შეთავაზებულ, 3000 ლარიან კომპენსაციას დათანხმდნენ.