“ბავშვთა სამყაროს” დირექტორ გიორგი მაჭავარიანს ბრალი  წარუდგინეს

"ბავშვთა სამყაროს" დირექტორ გიორგი მაჭავარიანს ბრალი  წარუდგინეს“ბავშვთა სამყაროს” დირექტორს, გიორგი მაჭავარიანს ბრალი  წარუდგინეს. მისი ადვოკატის განცხადებით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს. გაგი მოსიაშვილი თბილისის სამმართველოში იმყოფებოდა, სადაც დაცვის ქვეშ მყოფ შეხვდა.

ადვოკატის განცხადებით, ბრალი წარდგენილია სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის გამო. მისივე თქმით, მტკიცებულებები  საკმაოდ მოცულობითია.

ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო დღეს არ ჩაინიშნება და საქმის მასალების 40 ტომის გაცნობის საშუალება დაცვის მხარეს მიეცემა. გაგი მოსიაშვილი იმასაც აღნიშნავს, შსს-ს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნით, დაცული იყო უსაფრთხოების ყველა ნორმა.

„ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი და უსაფრთხოების თანამშრომელი პროკურატურამ გუშინ დააკავა.

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული “ბავშვთა სამყარო“ 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. დაზარალებულებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს. მოგვიანებით, დაზარალებულები მერიის მიერ შეთავაზებულ, 3000 ლარიან კომპენსაციას დათანხმდნენ.

იმედინიუსი