დაკარგული ტყუპი ძმები იპოვეს

14 წლის ტყუპი ძმები, ნიკა და ლუკა ცანავები, რომლებსაც ოჯახის წევრები ეძებდნენ, ბათუმში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები 13 ივლისიდან ინტენსიურად მიმდინარეობდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.