დედოფლისწყაროში, ფერმაში, ახალშობილის ცხედარი იპოვეს

დედოფლისწყაროში, ფერმაში, ახალშობილის ცხედარი იპოვესდედოფლისწყაროს სოფელ გამარჯვებასთან, გუშინ ღამით, ფერმაში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი.

როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

ნიუპოსტი