დღეს შორენა თეთრუაშვილი დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში პატრიარქის მდივან რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მივიდა. თეთრუაშვილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

შორენა თეთრუაშვილი დღეს ე.წ. ციანიდის საქმეზე დაიკითხება.

საქმის განხილვა სასამართლოში ამ წუთებში უნდა განახლდეს.